მე-3 ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემა ახალი წესით დაიწყო. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბრძანების მიხედვით, სანებართვო დოკუმენტები გადამზიდავ კომპანიებზე მხოლოდ შესაბამისი ასოციაციების გავლით გაიცემა, შესაბამისად, იმისთვის, რომ გადაზიდვისთვის საჭირო ნებართვა კომპანიამ მოიპოვოს სამიდან, რომელიმე ასოციაციის წევრი უნდა იყოს. რამდენად სამართლიანად ხდება სატრანზიტო ნებართვების გაცემა, რა რაოდენობის კვოტაა გამოყოფილი და ვის რა რაოდენობის ნებართვის აღება შეუძლია?
სტუმარი: გია წიფურია - საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი;