მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე-5 პრეზიდენტზე თავდასხმა სამარცხვინოა - ჩეხეთის ელჩი

პეტრ უბერნატი

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი სამარცხვინოს უწოდებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტზე თავდასხმას და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

"გუშინ მე-5 პრეზიდენტ ზურაბიშვილზე თავდასხმა არის სამარცხვინო ფაქტი და სამართლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ისევე როგორც თავდასხმები და ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებზე. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. სამართლიანი და დროული სასამართლო პროცესის უფლებაზე კი საქართველოს კონსტიტუციაში წერია", - წერს ელჩი X-ზე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში კვერცხები ესროლეს. იგივე გააკეთეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და მისი პარტიის წევრის ელგუჯა ხოკრიშვილის შემთხვევაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები