„მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა გუნდთან მექნება კონსულტაციები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. დარჩება თუ არა ის თანამდდებობაზე, ჯანელიძეს არ დაუკონკრეტებია.
„დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი რომ მომავალი წარმატებები ჰქონდეს ამ გუნდს, როგორც საგარეო ურთიერთობების, ასევე ეკონომიკური კუთხით.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გუნდს რომელთან ერთადაც იქნა მიღწეული ეს შედეგები, რომლითაც ვამაყობთ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა გუნდთან მექნება კონსულტაციები“, - ამბობს ჯანელიძე.

























