"მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ფაქტობრივად, ცენტრში ვცხოვრობთ... დარჩით სახლში, რომ გადავრჩეთ, - აღნიშნული მიმართვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
„ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები; ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ დაავადების გავრცელება რთულ ფაზაში შევიდა. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება, აუცილებელია, დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს.
გთხოვთ ყველას, დავრჩეთ სახლში. ჩვენი დაწესებულება უკვე მესამე თვეა ასეთ მდგომარეობაში ვართ, ფაქტობრივად, ვრჩებით სახლში. მესამე თვეა უკვე მე და ჩემი თანამშრომლები, ფაქტობრივად, ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესი არის მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, სახლში წასვლა. შეიძლება ძალიან რთული იყოს დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვქნათ. დავრჩეთ სახლში, გადავარჩინოთ ქვეყანა რყევებისგან იმისთვის, რომ ხვალ გვქონდეს ნათელი მომავალი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.




























