„მე მინდა, რესტორნებისთვის 23:00 საათამდე მუშაობის შეზღუდვა მოვხსნა“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. „მწვანე პასპორტების“ რეგულაცია უნდა ამოქმდდეს.
აღსანიშნია, რომ ამ წესის დაანონსების შემდეგ სარესტორნო ბიზნესი აქტიურად ითხოვს გაუქმდეს შეზღუდვა, რომლის თანახმად, კვების ობიექტების 23:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ.




























