მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე მხარს ვუჭერ ირაკლი ჩომახაშვილის კანდიდატურას - მუხრან ღურწკაია

მუხრან ღურწკაია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მუხრან ღურწკაია მხარს ირაკლი ჩომახაშვილს დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ მუხრან ღურწკაია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო და ხმების რაოდენობის მესამე ადგილზე გავიდა.

თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი - 1 269 ხმა მიიღო ირაკლი ყანდაშვილმა, 1 106-მა ადვოკატმა მისცა ხმა ირაკლი ჩომახაშვილს, ხმების რაოდენობით კი მესამე ადგილზე გავიდა მუხრან ღურწკაია 302 ხმით, ამიტომაც ტარდება მეორე ტური.

"კოლეგებო, 21 დეკემბერს გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური. მე მხარს ვუჭერ ირაკლი ჩომახაშვილის კანდიდატურას, რადგან მჯერა, რომ ასოციაციის სწორი და მდგრადი განვითარებისთვის არსებითი ცვლილებები აუცილებელია", - დაწერა მუხრან ღურწკაიამ სოციალურ ქსელში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური 21 დეკემბერს, ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში, 10:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. მეორე ტურში ადვოკატებს არჩევანის გაკეთება ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები