მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე რომ მკითხავდეს ვინმე, გავაათმაგებდი სუბსიდირების პროექტების დაფინანსებას"

5c07837d89075
BM.GE
05.12.18 12:13
1114
საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის თქმით, უკანასკნელ წლებში საქართველოში გატარებული ეკონომიკური პროგრამებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის სუბსიდირებებისა და თანადაფინანსების პროექტებია.

პაპაშვილის თქმით, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ მას ბიზნესი ვერ უძლებს. 

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა, არის მეტ-ნაკლებად სუსტი, თუმცა მაინც შესამჩნევი - სუბსიდირების პროგრამები, მაგალითად “აწარმოე საქართველოში”, რაც მოხდა საწარმოებისა და სასტუმროების დარგში. მე რომ მეკითხებოდეს ვინმე, გავაათმაგებდი ამ პროექტების დაფინანსებას.

რაც შეეხება საგარანტიო ფონდს, ეს საკმაოდ მცირეა, 600,000 ლარი საკმაოდ მცირე თანხაა, მაშინ, როდესაც მაგალითად, ჩვენ პროექტებში ინვესტორები დებენ 10 და 20 მილიონ ლარს, იქ 600,000 ლარის დახმარება მცირეა.

ევროპა ათეული წლების განმავლობაში ასუბსიდირებდა ახალ ტექნიკას. ამის გარეშე ვერ მოხდება ვერც სამშენებლო, ვერც სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა მექანიზატორი, შემოიყვანეს ისეთი ტექნიკა, რომელიც შეუძლებელი იყო ქართველ ფერმერს საკუთარი სახსრებით შეეძინა. ეს იყო პირვალი ნაბიჯი, რომელიც შემდგომ გაჩერდა.

დღევანდელ საპროცენტო განაკვეთს ვერ უძლებს ასეთი ბიზნესები, ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს ჩართულობა,"- ამბობს პაპაშვილი.

ბიზნესმენის თქმით, მის კომპანიებსაც მიუღიათ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია და ისურვებდა, რომ მთავრობის მხრიდან ასეთი ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, რადგანაც ეს პროექტები ქვეყანაში დასაქმების ზრდას უწყობენ ხელს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები