მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას" - ელენე ხოშტარია

ss

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა მზად არის რეჟიმს თავი შესწიროს.

„ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა.

მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი - ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”. მეორე განაცხადი ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა.

მე მზად ვარ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები