მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე თამამად ავიცრები ჩინური ვაქცინით - თენგიზ ცერცვაძე

60832a430a045
თამთა ჯიჯავაძე
24.04.21 00:09
1088
მე თამამად ავიცრები ჩინური ვაქცინით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ის დამზადებულია ტრადიციული მეთოდით, მართალია ეფექტი ნაკლები აქვს, მაგრამ არის უსაფრთხო“, - აღნიშნა მან ჩინურ ვაქცინაზე საუბრისას.

გარდა ამისა, ცერცვაძემ ისაუბრა ხუთი ტიპის ტექნოლოგიაზე, რომელსაც ვაქცინის დამზადებისას იყენებენ.

„ტრადიციული მეთოდია, როდესაც დასუსტებულ ვირუსს იყენებენ, შემდეგი არის როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, ასეთია ჩინური ვაქცინები "სინოვაკი" და "სინოფარმი". არის საშუალო ტექნოლოგია, რომელსაც გამოიყენებს "ნოვავაქსი", და მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა. ამ დროს შეჰყვათ ვირუსისგან გაწმენდილი, გამოტანილი ცილები, ეს არის გრიპის ვაქცინის ანალოგი. ასევე არის ახალი ტექნოლოგიაა - როდესაც შეჰყავთ რნმ, რომელიც ორგანიზმს გამოამუშავებინებს ვირუსის ცილებს; და ბოლო ტექნოლოგია - ე.წ ვექტორული, რომელსაც იყენებს "ასტრაზენეკა", johnson&Johnson-ი და როგორც ვიცი რუსული ვაქცინაც, როდესაც ისევ შეჰყავთ რნმ, და გადამტანად იყენებენ ადენოვირუსს. ეს უწყინარი ვირუსია, მასში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები