მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე - ღარიბაშვილი

6216a0b64b9d4
BM.GE
24.02.22 00:59
468
მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. 

"მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, ყველა უყურებს და აანალიზებს, რა ხდება მსოფლიოში. მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, იქნებოდა ეს ბრიტანული, ინდური, „დელტა“, თუ სხვა შტამები, „ომიკრონზე“ უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ. ვართულებ სიტუაციას, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვთქვი, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, დავარწმუნოთ 50 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მათზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. ნუთუ, ეს არის გაუგებარი. აცრილებს, რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქად გადააქვთ. მე, მაგალითად მქონდა „ომიკრონი“, სულ ორი დღის განმავლობაში მქონდა გარკვეული სიმპტომები და ძალიან მსუბუქად გადავიტანე, მაგრამ ზოგს შეიძლება უფრო რთულად აქვს. დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონობით ვაქცინა, მე არჩევანი მივეცი მოსახლეობას. კატეგორიულად ვთქვი, რომ აქ არ იქნება სავალდებულო აცრა, მე ამის მჯერა და ასე უნდა იყოს, რომ ჩვენ არ და ვერ შევუზღუდავთ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება პირბადეს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები