მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე ვარ ამ ბანკის უმაღლესი პირი და ვაცხადებ: ბანკი მუშაობს საღამოს 8 საათამდე" – TBC-ის პასუხი ოქუაშვილის განცხადებებზე

5bbb3357bfefd
BM.GE
08.10.18 14:36
2086
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბუცხირიკიძემ მედიასთან ბიზნესმენის მიერ გაჟღერებულ ტრანზაქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტრანზაქცია წესების სრული დაცვით განხორციელდა.

„უსამართლო ბრალდებები გაისმის, ჩემს მიმართ, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ბანკის მიმართ. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას. ჩვენი 27 წლის ისტორიის ფარგლებში, გუშინ იყო პირველად შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა მოიხსენია ჩვენი თანამშრომლები. თანამშრომლის რეპუტაციის დაცვა არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი.
რაც შეეხება ტრანზაქციას - მე მოგიყვებით ამ ტრანზაქციაზე. ჩვენ გვაქვს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2016 წელს ეხება. შპს დარეგისტრირებულია საჯაო რეესტრში ყველა წესის დაცვით 2016 წლის 19 აპრილს.

ეს კომპანია არის ქართული კომპანია და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. რაც შეეხება ტყულებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, - მარჯანიშვილის სათაო ოფისი გაიხსნა 2005 წელს და გახსნის დღიდან ის მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ტყულია, რომ ტრანზაქციისთვის მოხდა სპეციალურად ფილიალის გახსნა.
დიახ, იურიდიული განყოფილებაც მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

კლიენტმა თანხა ჩარიცხა 20 აპრილს შვეიცარიიდან, 21 აპრილს ტრანზაქცია 18:22 წუთზე დაიწყო. ანუ ყველა წესით დაცვით განხორციელდა ტრანზაქცია. რაც შეეხება 22 აპრილს, - ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი ორი თანამშრომელი ახსენა, - ჩვენ ვცდილობთ ყველა ჩვენი თანამშრომლის ინტერესი დავიცვათ.
სამწუხაროდ, ტყულს აქვს ადგილი.

რაც შეეხება ჩემს ნაცნობობას, პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. გიორგი გახარია გავიცანი ბიზნესომბუდსმენის რანგში. ვიცნობ ლევან ყიფიანს, თუმცა არ მაქვს მასთან მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ოქუაშვილის ბრალდებას, - მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნეს შეხვედრების ჩაწერას : ამ ტრანზაქციას წინ არ უძღვოდა არანაირი კომუნიკაცია ჩემსა და ყიფიანს შორის. ტრანზაქცია შესრულებულია წესების სრული დაცვით. ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

მე ვარ ამ ბანკის გენერალური დირექტორი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარჯანიშვილის ფილიალი მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. მე ვარ გენერალური დირექტორი, უმაღლესი პირი ამ ორგანიზაციის და ვაცხადებ რომ ეს ასეა. 2016 წლის კამერები არ გვენქება შენახული, მე დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე ვარ ბანკში, ვაგროვებთ საბუთებს და ვისაც მოეთხოვება პასუხი, - შევიტანთ სასამართლოში“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები