"ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, იქ ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა წერეთელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ₾500,000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე მიიღო. ამასთანავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრალდებულს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა. ავთანდილ წერეთელის შვილის, ვატო წერეთელის განცხადებით, მათ ოჯახს გირაოს გადახდისთვის საჭირო ფინანსები არ აქვთ, რის გამოც, ერთადერთი გზა, ტელევიზიის აქტივების დაგირავება იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.