მეათეკლასელ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება - 43%-ს შეადგენს. აქედან ბიჭებში - 54%-ს, ხოლო გოგონებში კი - 30%-ს - ალკოჰოლის, თამბაქოსა და და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს შეუერთდა საქართველოც.
კვლევა საქართველოში 2015 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 190 სკოლამ და კლასმა მიიღო; შეგროვებული მონაცემები რეპრეზენტატულია ქართველ მეათეკლასელ მოსწავლეებისა.
კვლევას, როგორც წესი, ეთმობოდა 45 წუთი (1 გაკვეთილი). მონაცემების შეგროვების დროს არანაირ პრობლემას არ ქონია ადგილი.
არ ყოფილა ენასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან კითხვარი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იყო ხელმისაწვდომი.
მონაცემების ანალიზი მოხდა SPSS სტატისტიკური პროგრამით. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი; მათგან 1961 დაბადებულია 1999 წელს.
კვლევის ძირითადი შედეგები კი შემდეგია:
თამბაქო
• სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება - 43%; ბიჭი - 54%, გოგონა - 30%
• უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება - 18%; ბიჭი - 26%, გოგონა - 9%
• რეგულარული მწეველი - 12%; ბიჭი - 19%, გოგონა - 4%).
• 21%-მა (ბიჭი 28%, და გოგონა 13%) მოწევა პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა
• მოსწავლეთა 4% (ბიჭი 6% და გოგონა 2%) ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყო
• 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია.
ალკოჰოლი
• სიცოცხლის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარება - 85%; ბიჭი - 86%%, გოგონა - 83%
• უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარება - 43%; ბიჭი - 26%, გოგონა - 9%
• ყველაზე ხშირად მოხმარებული სასმელი ღვინოა (40%), შემდეგ მოდის ლუდი (36%), სპირტიანი სასმელები (30%) და ალკოპოპი (14%)
• 43% (ბიჭების 50% და გოგონების 35%) სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც დამთვრალა
• მოსწავლეთა 25% (ბიჭების 29% და გოგონების 20%) დათვრა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში
• 10%-მა (ბიჭების 13% და გოგონების 7%), დათვრა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში.
• მოსწავლეთა 22% (ბიჭების 29% და გოგონების 13%) დამთვრალა 13 წლის ან უმცროს ასაკში.
აკრძალული ნარკოტიკი
• სიცოცხლის განმავლობაში მარიხუანას მოხმარება - 11%; ბიჭი - 19%, გოგონა - 3%
• უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მარიხუანას მოხმარება -8%; ბიჭი - 14%, გოგონა - 1.5%
• უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში მარიხუანას მოხმარება - 4%; ბიჭი - 7%, გოგონა - 0.5%
• მარიხუანის ან ჰაშიშის (კანაფი) გარდა ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია - ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები (ექიმის დანიშნულების გარეშე) - 11%, მაგიური სოკოები (3%), ტაბლეტები (მედიკამენტები) ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად „კაიფის“ მისაღწევად (3%), „ბიო“ სპაისი (2.6%), ჰალუცინოგენები (2%) და ტკივილგამაყუჩებლები „კაიფის“ მისაღწევად (2%).
• ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ ნარკოტიკებად მიიჩნევა კანაფი (21%), ტრანკვილიზატორები/სედატიური საშუალებები (12%), ექსტაზი (9%) და „ბიო“ სპაისი (7%).
• სიცოცხლის განმავლობაში მოხმარება - 4%-ექსტაზი; 2%- ამფეტამინები და კოკაინი; 12-ინჰალანტები, 7%-ახალი ნივთიერებები (ნივთიერებები, რომელთა მოქმედება ნარკოტიკების მსგავსია.)
• ინჰალანტები წარმოადგენს ნივთიერებათა ერთადერთ სახეობას, რომელსაც გოგონები უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ბიჭები.
ინტერნეტი, თამაში, აზარტული თამაში
ინტერნეტით სარგებლობის დღეების საშუალო რაოდენობაა კვირაში 3.8 დღე. ყველაზე პოპულარული ინტერნეტ აქტივობები: ადამიანებთან კომუნიკაცია (64%); მუსიკის, ვიდეოების, ფილმების გადმოწერა/ონლაინ ნახვა (48%) და კითხვა, გვერდების ნახვა, ინფორმაციის ძიება, ა.შ. (36%). მოსწავლეთა აზრით ისინი ძალინ დიდ დროს უთმობენ სოციალური მედიას (58%) და ეთანხმებიან მშობლების აზრს, რომ სოციალური მედიას ძალაინ დიდ დროს უთმობენ (49%).
ზოგადად, ქართველ მოსწავლეთა მაჩვენებლები დიდად არ განსხვავდება ESPAD საშუალო მაჩვენებლებისაგან.

























