საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ასევე, ,,ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
"არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 39 339,81 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ი. ა.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
პაკისტანის მოქალაქეს მ.ა-ს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4751,81 ლარი შეეფარდა, ხოლო ერთ-ერთი კომპანია 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 10372 ლარით დაჯარიმდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.