მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მებაჟეებმა თბილისის აეროპორტში 1 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანა აღკვეთეს

ფასი

თბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები