მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა - ეს STEM მეცნიერების მიმართულებებია, რომლებიც დღეს უკვე მომავლის პროფესიებია. საქართველოსთვის ეს სფეროები და მათი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელი რჩება და, სამწუხაროდ, მათ შესახებ სხვადასხვა სტერეოტიპული შეხედულება ყალიბდება.
„დღეს არსებობს მცდარი მოსაზრება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე ქალების შესახებ, რომ თითქოს მათ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, რასაც არ ვეთანხმები. ჩემი მიზანია, სხვა გოგონებთან ერთად, დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი და ერთად დავამტკიცოთ, რომ ჩვენც ისევე შეგვიძლია მივაღწიოთ ამ სფეროებში წარმატებას, როგორც ყველა სხვას“, - ამბობს ლიზი კუჭავა, ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე და „კომაროვოს STEM ბანაკის“ მონაწილე.
თუმცა, სტერეოტიპების დამსხვრევისათვის ბრძოლა თანაბარი შესაძლებლობების არსებობას გულისხმობს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, შეიქმნა STEM მიმართულების პირველი ბანაკი საქართველოში - „კომაროვის STEM ბანაკი“, რომელიც თავს უყრის საქართველოს მასშტაბით გამორჩეულ, მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, მათემატიკითა და ინჟინერიით დაინტერესებულ მოსწავლეებს, უზრუნველყოფს მათ თანაბარი შესაძლებლობებით, აძლევს ცოდნას და ხელს უწყობს მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას.
ლიზი კუჭავა „კომაროვის STEM ბანაკის“ 70 მონაწილეთა შორის ერთ-ერთია, რომელმაც მიიღო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, შეხვდა საქართველოს მასშტაბით STEM-ის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს და გახდა ქართველი მოსწავლეების STEM ქსელის წევრი.
„ძალიან მიყვარს მათემატიკა, მაგრამ არასოდეს მინდოდა მათემატიკოსობა. ამიტომ დავიწყე პროგრამირების შესწავლა და აღმოვაჩინე, რომ ეს ის სფეროა, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, ვაკეთო საყვარელი საქმე”, - გვიყვება ლიზი კუჭავა.
ლიზი მიზნად ისახავს, რომ საკუთარი მომავალი პროგრამირების სფეროს დაუკავშიროს და გახდეს მოტივაცია გოგონებისათვის, გადადგან ნაბიჯი და აირჩიონ სასურველი პროფესია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად.
საქართველოს ბანკი აგრძელებს მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად მრავალ პროექტს ახორციელებს.
ფინანსური ინსტიტუტის საგანმანათლებლო ინიციატივები უმეტესწილად რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. საქართველოს ბანკის პროექტებს შორის არის იდეათეკა, საჯარო მეტყველების კონკურსი ინგლისურ ენაზე, ლიდერატორი, Chevening-ისა და Fulbright-ის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, Miami Ad School-ისა და სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სტიპენდიები, კინგსის ოლიმპიადა და სხვა მრავალი.
დღეს, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების შედეგად 100 000-მდე ახალგაზრდისთვის გახდა განათლება ხელმისაწვდომი, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი მომავალი.
NS




























