მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერებათა აკადემიის ბიუჯეტი, რომლის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს, ₾4.7 მილიონია

6486263e1d18b
თელარა გელანტია
12.06.23 00:00
1024
სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მლნ 735 ათასი ლარით ფინანსდება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხიდან 2 მლნ 225 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებისთვის არის გათვალისწინებული.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმადვე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მომუშავეთა რიცხოვნობა 164 ადამიანითაა განსაზღვრული.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა. როინ მეტრეველი 83 წლისაა. აქამდე, 2013 წლიდან, იგი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები