მედ დიაგნოსტიკის ამბულატორია, რომელიც ასათიანის 5ა ნომერში მდებარეობს, სრულადაა აღჭურვილი უახლესი აპარატურითა და თანამედროვე კვლევებით ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე საზრუნავად. ამბულატორია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს და სთავაზობს პაციენტებს მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკურ მეთოდებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სწორედ მედ დიაგნოსტიკამ დანერგა ვაგინოზის რნმ ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს უზუსტეს დიაგნოსტირებას და ხელს უწყობს ეფექტური მკურნალობის დაგეგმვას. გარდა ამისა, ამბულატორია მოსახლეობას სთავაზობს დნმ დიაგნოსტიკას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მრავალი დაავადების სწორი დიაგნოსტირებისთვის. მედ დიაგნოსტიკის ლაბორატორიას აქვს საერთაშორისო დონის აკრედიტაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის სერვისების უმაღლეს ხარისხს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ მედ დიაგნოსტიკა პირველი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელსაც აკრედიტებული აქვს ყველა გენეტიკური ანალიზი.
სტუმრები: ქეთი მანჯგალაძე - "მედ დიაგნოსტიკის" ექიმი;
ალექსანდრე ხელაია - "მედ დიაგნოსტიკის" ექიმი