მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მედგიდი“ ხვალ საკუთარ კლინიკას გახსნის

613f600963caa
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 00:30
2798
სოციალურ ქსელ Facebook-ში 2020 წლის 8 ნოემბერს შექმნილი ჯგუფი „მედგიდი“ 15 სექტემბერს საკუთარ კლინიკას ხსნის. ამის შესახებ BM.GE-ის მისმა დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში შექმნილმა „მედგიდის“ ცრუ გვერდებმა მათი ჯგუფის წევრები დააბნია, კლინიკის გახსნის შემდეგ კი მათ ეცოდინებათ - სად შეიძლება კომპეტენტური კონსულტაციის მიღება.

„პატარა ამბულატორიულ კლინიკა „მედგიდს“ რამდენიმე დღეში გავხსნით, რომელიც საუკეთესო ექიმებით დაკომპლექტდება. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანებს იმ გულისხმიერებით მიიღებენ, რომლითაც ზოგადად „მედგიდის“ ექიმები ჯგუფის წევრებს ეპყრობიან“, - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

კლინიკის ოფიციალურ გვერდზე კი აღნიშნულია, რომ სამედიცინო-დიაგნოსტიკური კლინიკა თბილისში, საბურთალოს რაიონში ცინცაძის N73-შია განთავსებულია.

„სიახლე მედგიდისგან, ჩვენო ერთგულო მეგობრებო!

იხსნება სამკურნალო-დიაგნოსტიკური კლინიკა "მედგიდი", სადაც პაციენტები მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ პროფესიონალი მედპერსონალისგან!

გვერწმუნეთ, ჩვენთან საქართველოში წამყვანი სპეციალისტები და პროფესიონალი ექიმები იმუშავებენ, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოახმარონ!

ვეცდებით ჩვეული გულისხმიერებით დავდგეთ თქვენს გვერდით. დიდი მადლობა ნდობისთვის“, - წერია კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის: დღეისთვის „მედგიდის“ Facebook-ჯგუფი 105 000 ადამიანს აერთიანებს. ეს ჯგუფის რიგით მესამე გვერდია, რომელიც 10 დღის წინ შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები