მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიაცია და ბიზნესი - რას ცვლის მედიაცია ბიზნესისთვის?

BM.GE
16.12.22 14:08
313
მედიაცია ბიზნესისთვის – ასეთი იყო გუშინ მეორე ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციის სახელწოდება. იმ დროს, როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებული ყველა მცირე დეტალიც კი ყურადღების ფოკუსში ექცევა – იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა იმ 12 წინაპირობას შორის ყველაზე მტკივნეული და ცენტრალური მნიშვნელობისაა, რაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინაპირობად წაუყენა – ბიზნესმენების, ადვოკატების და მოსამართლეების მსჯელობა მედიაციის როლზე ბიზნეს–ეფექტიანობის მიღწევაში, უფრო კონკრეტულად კი რა საჭიროებები აქვს ბიზნესს კომერციული დავების გადაწყვეტის კუთხით და როგორ შეიძლება მედიაციამ უპასუხოს ამ საჭიროებებს – ანალიტიკა–ს საქმიანი დილის ნაწილად ვაქციეთ. 

კიდევ ერთი კონკრეტული მიმართულება, რომელიც დღეს ამ მსჯელობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის – საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საარბიტრაჟო დავებია. საქართველოს მთავრობა ათზე მეტ საარბიტრაჟო პროცესში არის ჩართული, მათგან უმსხვილეს შვიდ დავაში მოთხოვნილი სადავო თანხის მოცულობა $2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული პროცესები საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდება, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტს ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციების გადახდა მოუწევს. სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტრომ ამ დავებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომავალში საარბიტრაჟო დავების მომსახურების მხრივ ხარჯების ზრდა არის მოსალოდნელი. 

“მოსალოდნელია სასამართლო დავებზე ფაქტობრივად გადახდილი თანხების ზრდადი ტენდენციის შენარჩუნება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროპორციულად უფრო მეტ საქმეს აგებს ვიდრე მანამდე. ასეთი ტენდენცია შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც, სპეციალიზებული იურიდიული კომპანიების რაოდენობის ზრდისა და ამ დრომდე აკუმულირებული მსხვილი დავების ფონზე,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კონფერენცია, რომელზეც დღეს გავამახვილებთ ყურადღებას, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ – საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის სამსახური. 

სტუმრები: სოფო ტყემალაძე - USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების საკითხებში;
მაიკლ მაკილვრათი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის დავების გადაწყვეტის სამსახურის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები