მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება

5b28d5c2d782d
BM.GE
19.06.18 14:06
659
"გვინდა რომ ყველა დავა არ მიმდინარეობდეს სასამართლოში და სასამართლოს მიღმა მედიაციის კულტურა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ მხარეები უფრო მორიგების გზით მიდიოდნენ და არა მაინც და მაინც სასამართლო დავის გზით”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვან შვებას მისცემდა სამოქალაქო საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებს, სადაც გადატვირთულობის სერიოზული პრობლემაა.

კომერციული პალატების სასერთო სასამართლოების სიტემაში შემოღება კიდევ ერთი თემაა, რომელზეც თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მზად არის და ასევე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პროგრამაშიც გათვალისწინებულია. მინისტრობის კანდიდატის თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაში, მთავრობის მხრიდან სწორედ ამ მიმართულებით იქნება საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი.

“როგორც კი დაინტერესებულ მხარეებთან გაიხსნება კონსულტაციები და შევჯერდებით საბოლოო რედაქციაზე, ის მაშინვე წარედგინება პარლამენტს. ეს ცვლილება გაამარტივებს ბიზნეს დავების განხილვას”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები