მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიაციის სისტემის შექმნა, აძლევს საშუალებას ბიზნესს, კომერციული დავა გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად - ბიზნესომბუდსმენი

5e4d1d869d343
BM.GE
19.02.20 15:33
1110
მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაციაზე.

მიხეილ დაუშვილის შეფასებით ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მედიაციის სისტემის და ინფრასტრუქტურის შექმნა, აძლევს საშუალებას ბიზნესს რომ კომერციული დავა გადაწყვიტონ სწრაფად, ეფექტიანად და მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და კომერციულ დავებში გამოყენებას უწყობს ხელს. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა - მედიაცია და არბიტრაჟი - ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მედიატორთა გადამზადების პროცესში საქართველოს მთავრობას აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირი და გაერო, რაც ამაღლებს ნდობას აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ.

2020 წლის 1 იანვრიდან მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდა, დღეს კი სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები