მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიას, საარჩევნო სუბიექტებს და დამკვირვებლებს ცესკო-ში შესვლისას სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

6156f20ccef9c
ინგა მურუსიძე
02.10.21 07:50
933
არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.

„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები