როგორც ამერიკული Forbes-ი აღნიშნავს, მედიაში Iphone 12-ის სავარაუდო მონაცემებმა და დიზაინმა გაჟონა.
თუკი გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, სავარაუდოდ Iphone 12-ის დიზაინი ბევრ მომხმარებელს დატოვებს იმედგაცრუებულს, რადგან Apple-ის მიერ შეთავაზებული ახალი სმარტფონი ძალიან გავს iPhone 6, 6S, 7 and 8. რაც ნიშნავს, რომ ახალ Iphone 12-ს ექნება 4.7 ინჩიანი ეკრანი, Touch ID თითის ანაბეჭდის სენსორით და ისევე ერთი უკანა კამერა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Iphone 12-ს პოზიტიური მხარეც ექნება, რაც მძლავრ ბატარეაში და უკაბელო დატენვის მხარდაჭერაში გამოიხატება. აღნიშნული მოდელის პირველადი კამერა სავარაუდოდ ემთხვევა iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max- ის ლინზებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომ iPhone 12 მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ვიხილოთ.