სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია „თბილისი მედიკი“ 16 წელია ადგილობრივი სამედიცინო ეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერია და ამჯერად, 10 ოქტომბერს მასშტაბურ სამედიცინო გამოფენას გამართავს.
MEDIC 360° არის უპრეცედენტო პლატფორმა ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა შეეხონ სამედიცინო ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს ერთ სივრცეში.
აღნიშნული ღონისძიება პროფესიულ ხასიათს ატარებს და განკუთვნილია ექსკლუზიურად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მაღალი რანგის პირები და საერთაშორისო სამედიცინო მწარმოებლების წარმომადგენლები.
„თბილისი მედიკის“ ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების მრავალფეროვანი აპარატურა და კლინიკური ინვენტარის ფართო ასორტიმენტი.
გარდა ამისა, ადგილზე მოსულ 2000-მდე სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში უამრავი საინტერესო აქტივობა და მოულოდნელი სიურპრიზები ელოდება.
აღნიშნული ღონისძიება 10 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ IV და V პავილიონებში გაიმართება და 6 საათის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მთავარ ეპიცენტრად იქცევა.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს.





















