პრობლემა, რომელიც ყველას გვეხება – მედიას, არასამთავრობო სექტორს – ყველას – ინფორმაციის გამჭვირვალობა, რაც აუცილებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობისთვის და მიუკერძოებელი ანალიზისთვის. სასტუმრო თბილისი მარიოტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს პროექტის – საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში – გახსნის ღონისძიება. პროექტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს MATRA ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი 2023 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 2024 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დღეს თბილისი მარიოტში პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების განხილვა მიმდინარეობს.
სტუმარი: გიორგი კლდიაშვილი - IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;