აფთიაქებში ელექტრონული რეცეპტის გარეშე მედიკამენტები ისევ იყიდება. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წამლების რეცეპტით გაცემის იმპლემენტაცია ბოლომდე ვერ სრულდება. მოქალაქეთა ნაწილს ექიმთან ვიზიტის ან შესაძლებლობა არ აქვს ან სურვილი, დამატებითი ხარჯი გაწიოს. ირაკლი მარგველაშვილი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მონიტორინგის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს,. ექსპერტთა ნაწილი კი სხვა პრობლემაზე მიანიშნებს, რაც ფარმაცევტულ კომპანიებსა და კლინიკებს შორის არსებულ გარიგებას უკავშირდება. როგორ მუშაობს ქვეყანაში ელექტრონული რეცეპტების სისტემა და რა უშლის ხელს რეგულაციის იმპლემენტაციას?