„მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრი ამბობს, რომ სამედიცინო სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების ხარჯზე გაიზარდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. მისივე განმარტებით, ადამიანები, რომლებიც დიდ თანხებს ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტში, მათ ეს დანახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ ეს თანხები მათ გადაამისამართეს მედიკამენტების შეძენაში.
„მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე, ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. მათი რიცხვი, ვინც საჭიროების შემთხვევაში ვერ შეიძინა მედიკამენტები, 2010 წელს იყო 13%. 2017 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 9, 6%. შემცირება სახეზეა, მაგრამ უფრო მეტი შემცირება უნდა იყოს. ის კლება არ არის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ.
ასევე გაიზარდა ჯიბიდან გადასახადები,განსაკუთრებით ქრონიკულ მედიკამენტებზე. ესეც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევაა, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ 2010 წელს საშუალოდ 318 ლარი იყო დანახარჯი მედიკამენტებზე წლის განმავლობაში, რაც 450 ლარი გახდა 2017 წელს. ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა“-აცხადებს დავით სერგეენკო.

























