მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

ექიმები
13.06.25 10:26
451

მედიკოსების 2025 წლის ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია (http://onlinereg.moh.gov.ge/login.html) და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომისას მიიღეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გამოცდები არსებული, მოქმედი წესების შესაბამისად გაიმართება. რეგისტრაციის ტექნიკური საკითხები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

პროფესიული განვითარების საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მიმართულებით რეფორმაზე მუშაობა გრძელდება, რათა შემდეგი ეტაპი განხორციელდეს დახვეწილი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული სისტემის საშუალებით. ცვლილებები საგამოცდო ტესტების დახვეწასა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას მოიცავს, რაც კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექიმის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეფორმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს საბჭოს წევრმა ექიმებმა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები