მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მედიქალ ვორლდი“ ბიზნესის განვითარებისთვის ₾1.5 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებს - გეგმები

63cf7b369db9d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.23 10:15
619
საქართველოში მოქმედი სამედიცინო და სპა-ველნეს-აპარატურის იმპორტიორი და ლაბორატორიათა ქსელის მმართველი კომპანია „მედიქალ ვორლდი” 2023 წლიდან ბიზნესის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც მათ შორის ახალი მიმართულების - ესთეტიკური მედიცინის დამატებას მოიცავს. კომპანიის განვითარების გეგმებზე Forbes Georgia-სთან კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა ლევან ქობალიამ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კომპანიის წარმატების ისტორია 20 წლის წინ, ქობალიების ოჯახმა ულტრაბგერითი აპარატების შემოტანით დაიწყო და წლების შემდეგ, როდესაც ბიზნესის მართვა გადაიბარა, სამედიცინო აპარატურის იმპორტს, ველნეს-სპა-დანადგარებისა და ლაბორატორიული კვლევების მიმართულება დაამატა. დღეს კომპანია საქართველოში სამედიცინო, ველნეს- და სპა- აღჭურვილობის იმპორტით ბაზრის 33%-ს, ხოლო ლაბორატორიული სერვისების მიწოდების კუთხით 37%-ს აკონტროლებს, 30-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს წარადგენს და 150-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს.

ლევან ქობალია ამბობს, რომ ბიზნესის ესთეტიკური მედიცინის მიმართულების დამატება და წლის განმავლობაში ბაზრისთვის სიახლეების შეთავაზება კომპანიის ბრუნვას გაზრდის.

„მომავალ წელს ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ვართ ორიენტირებულნი. რადიოლოგიაში ულტრაბგერით აპარატებს ველით, რომლებიც ქვეყანაში არსებულ აპარატებზე მაღალტექნოლოგიური იქნება.

ამასთან, ბიზნესის განვითარების სტრატეგია მომავალი წლიდან ესთეტიკური მედიცინის მიმართულების ათვისებას მოიცავს. ამ ეტაპზე მსოფლიოში ლაზერების მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან ბრენდთან გვაქვს მოლაპარაკებები და 2023 წელს პარტნიორებს მაღალტექნოლოგიურ ლაზერის აპარატებს შევთავაზებთ.

ლაბორატორიების ნაწილში კი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ახალქალაქში, ფოთში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში ფილიალები გახსნა. ჩვენი შემდეგი მიზანი 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტიასა და ამბროლაურში ფილიალების გახსნაა. ფილიალის გახსნას გურჯაანშიც ვგეგმავთ.

ყოველივე ამისთვის დაახლოებით 1.5 მლნ ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ, რაც ჩვენი გათვლებით, მომდევნო წელს Medical World-ის ბრუნვას 15%-ით გაზრდის“, - უთხრა Forbes Georgia-ს ლევან ქობალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები