მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მედკაპიტალში“ PSP-ს 50%-იან წილი იყიდება - ვინ იქნება მფლობელი?

მედკაპიტალი

"ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანია“ შპს „მედკაპიტალში“ პსპ -ს 50%-იან წილს ყიდულობს. შესაბამისი კონცენტრაცია კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გასცა. სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიის“ 100%-იანი წილის მფლობელი გოჩა გოგილაშვილია. კომპანია 2022 წელს დაფუძნდა.

შპს „მედკაპიტალი“ კი, რომელსაც ზაზა ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, ავერსი ფარმას 50%-იან და „პსპ ფარმას“ 50%-იან წილებს ფლობს. გაცემული კონკურენცია კი სწორედ „პსპ“-ს წილს ეხება. "მედკაპიტალი" 2007 წელს დაფუძნდა. მისი შემოსავალი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2,8 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წელს კი - 2,2 მლნ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები