მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედპერსონალის სახელფასო დანამატებისთვის 5 მლნ ლარამდე გამოიყოფა - მინისტრის მოადგილე

5fb3fbfc8e4c0
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.20 22:00
1014
სახელმწიფოს მიერ მედპერსონალის ხელფასების 50%-იანი დანამატებისთვის დღეისთვის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარამდე გამოიყოფა.

როგორც BM.GE-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუმარტა, დადგენილება მედპერსონალის სახელფასო დანამატების შესახებ 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.

მან პროგრამის დეტალებზეც ისაუბრა და განმარტა რა პრინციპით გაიცემა სახელფასო დანამატები.

„შედგა პოსტები, ვიცით რამდენ საწოლს რამდენი პოსტი სჭირდება. ჯგუფში შედის რამდენიმე კატეგორიის ექიმი და მათ გადაეცემათ საათობრივი ანაზღაურება, სადაც ჩაშლილი იქნება, რომელ ექიმს რა დანამატი ექნება თანხობრივად, მისი პოზიციების მიხედვით თითოეულ პოსტზე საბაზრო ღირებულების 50% დაემატება“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პროგრამის ბიუჯეტი საწოლების რაოდენობის ზრდის პროპორციულად გაიზრდება.

„ეს გაანგარიშება - 3 მლნ ლარი გაწერილი გვქონდა 3 000 საწოლზე. დღეისთვის მობილიზებულია 5 000 საწოლი და ბიუჯეტის ზრდის ნაწილში პროპორციულად უნდა წავიდეთ. შესაბამისად, დღეისთვის მედპერსონალის სახელფასო 50% დანამატებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მლნ ლარი გამოიყოფა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კლინიკები დანამატების გაცემას დამოუკიდებლად გადაწყვეტენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები