მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

5b1e6d757d833
BM.GE
11.06.18 16:38
548
მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი პროგრამა იწყება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge დღეს, 11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 203 კოოპერატივს მიღებული აქვს - 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს - 112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს - 48 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ხოლო 22 კოოპერატივს - 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები