მეგალაბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მულტიპროფილური ლაბორატორიაა, რომელიც ერთ სივრცეში როგორც კლინიკურ, ასევე პათოლოგიურ დეპარტამენტებს აერთიანებს. აღსანიშნავია რომ ლაბორატორია, ყოველწლიურად 2 მილიონამდე პაციენტს ემსახურება და 6 მილიონამდე კვლევას ატარებს. ამის მიღმა კი, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და პორტფელს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სერვისებით აფართოვებს.
2024 წლის 11 ივლისს „აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ - აკრედიტაციის ცენტრმა“ მეგალაბს აკრედიტაციის მოწმობა მიანიჭა. ეს მოწმობა ადასტურებს, რომ მეგალაბი აკრედიტებულია აისო 15189:2012/2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე განსაზღვრული სფეროს ფარგლებში. ISO 15189 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ლაბორატორიული მედიცინის ხარისხისა და კომპეტენციის ასამაღლებლად შეიქმნა. ეს აკრედიტაცია ადასტურებს, რომ მეგალაბში დანერგილია ყველაზე მაღალი საერთაშორისო ლაბორატორიული სტანდარტები.
სტუმრები: ქეთევან კალანდარიშვილი - "მეგალაბი" /დირექტორი;
ელენე მაჭავარიანი - "მეგალაბი" / ხარისხის მართვის დირექტორი