მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეობა "დების ღვინო" აგროტურისტული საქმიანობისთვის ემზადება

დების ღვინო

მომავალი წლიდან, მეღვინეობა „დების ღვინო“ აგროტურისტულ ობიექტად ოპერირებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, თამთა აივაზიშვილმა განაცხადა.

საქმე ისაა, რომ მეღვინეობა, რომელიც კახეთში, სოფელ საქობოში 2017 წლიდან ოპერირებს, ამ დრომდე რამდენიმე სახის ბიო ღვინოს აწარმოებს. თუმცა ბოლო ერთი წელია, მეურნეობა აქტიურად მუშაობს ბიზნესის განვითარებაზე.

თამთა აივაზიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მარნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წელსვე უნდა დასრულდეს. ამის პარალელურად, სივრცეში პატარა სახლიც შენდება.

„ძალიან დიდი დაინტერესება იყო ტურისტების მხრიდან, რომ თავად მარნის მშენებლობის პროცესი ენახათ და მონაწილეობა თვითონაც მიეღოთ. ვფიქრობთ, რომ მარანი წელს უნდა დასრულდეს.

სახლიც მის პარალელურად შენდება. ზუსტი ინვესტიციები ჯერ არ ვიცით, თუ რა დაგვიჯდება სრულად ობიექტის მოწყობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის, უკვე 25 000 ლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული.

ამ ეტაპზე, მომხმარებელს მხოლოდ ღვინის დეგუსტაციას ვთავაზობთ. თუმცა 2025 წლისთვის, როდესაც ყველა პროცესი დასრულებული იქნება და აგროტურისტულ ობიექტად ჩამოვყალიბდებით, გარდა ღვინის დეგუსტაციისა, შევთავაზებთ არყის გამოხდას, მოთხოვნიდან გამომდინარე ადგილობრივ კერძებსა და დარჩენის სერვისსაც“,- განაცხადა აივაზიშვილმა.

მეღვინეობის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ მსგავს ბიზნესებზე ხელშეწყობა არ არის და მათ ყველა ხარჯის საკუთარი რესურსებითა და საბანკო სესხების საშუალებით უზრუნველყოფა უწევთ. აქედან გამომდინარე, პროცესიც შედარებით დროში ჭიანურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები