საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე მეღვინეობა „ველინო“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. მეღვინეობა 2019 წლიდან, წარმოებული პროდუქციის სრულად ექსპორტს ახდენს და 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ნორვეგია, გერმანია და სხვა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ექსპორტი სამხრეთ კორეაშიც იგეგმება. როგორია კომპანიის 2024 წლის გეგმა და პროგნოზები, ბიო წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით?
სტუმარი: ბექა ჯიმშელაძე - მეღვინეობა „ველინოს“ დამფუძნებელი, მეღვინე;