"ეს აქტი არ არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, არამედ მისი მიზანია, დაეხმაროს [ქართველ ხალხს] ზიანის მომტანი მაღალჩინოსნების დასჯით," - ამის შესახებ ბრაიან მასტმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც "MEGOBARI Act"-ის განხილვა მიმდინარეობს.
ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ჯო უილსონის მიერ წარმოდგენილ აქტს.
საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას იმეორებს, რომელიც დაახლოებულია ასევე ჩინეთთან და ირანთან. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს.
ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას სთავაზობს. კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კონგრესმენმა.




























