მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Megobari Act-ის მხარდამჭერი მარში - რა აქციები იგეგმება 22 მარტს?

აქცია

ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით პროევროპული პროტესტი გრძელდდება.

22 მარტს, უწყვეტი საპროტესტო აქციების 115-ე დღეს, კვლავ არაერთი დემონსტრაცია თუ მსვლელობა დაიგეგმა.

დღევანდელი პროტესტების განრიგი ასეთია :

თბილისი

19:00, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!

📍საზოგადოებრივ მაუწყებელთან

19:00, ძალა სტუდენტების ერთობაშია!

📍თსუ-ს პირველი კორპუსის ეზო

20:00, ამერიკის "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში!

📍მარჯანიშვილის მოედანი

20:00, უწყვეტი პროტესტის 115-ე დღე რუსთაველზე - ვითხოვთ ახალ არჩევნებს!

📍პარლამენტის წინ

ქუთაისი

19:00, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს!

📍 მერიის წინ

ბათუმი

19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 115-ე დღე!

📍საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი

18:00, წინააღმდეგობის 115-ე დღე!

📍სამხარეო ადმინისტრაცია

თელავი

19:00, საპროტესტო აქცია!

📍მერია

გორი

17:00, საპროტესტო აქცია!

📍საკრებულო

ახმეტა

17:00, პროტესტის 115-ე დღე!

📍მერია

ახალციხე

18:00, არა რუსულ რეჟიმს!

📍შოთა რუსთაველის ძეგლთან

ჩხოროწყუ

20:00, გაბედე პროტესტი ყოველდღე!

📍მერია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები