"ამოცანა უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ზრდა და სხვა პოლიტიკა აისახოს დადებითად თითოეული ოჯახის კეთილდღეობასა და მათ ჯიბეზე“, - ასე გამოეხმაურა გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელობის მისვლამდე ვერ დაიწყო.
"მე მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო. სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, მთავარი კითხვები, რომლებიც უნდა დაისვა არის - რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკურ ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეზე ასახვა, რატომ იზრდება საშუალო ფენა ძალიან მცირე ტემპით და რატომ ვერ ხერხდება, რომ ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომლებზეც უნდა იქნას პასუხები გაცემული და ამ კითხვებზე სწორი პასუხის შემთხვევაში ყველა სხვა კითხვები ცხადია, დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამოცანა უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ზრდა და სხვა პოლიტიკა აისახოს დადებითად თითოეული ოჯახის კეთილდღეობასა და მათ ჯიბეზე", - განაცხადა ქადაგიძემ.

























