მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეგრელიშვილი "ცხოვრება გრძელდებაზე": ბიზნესიდან კრიტიკა არ ისმის და ეს შემაშფოთებელია

57a9d3eeb670c
BM.GE
09.08.16 16:58
1366
პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას სახელწოდებით „ცხოვრება გრძელდება“, რომელიც პენსიონერების დასაქმებას ითვალისწინებს, ეკონომიკურად წამგებიანს უწოდებს ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ერთ-ერთი წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. როგორც მეგრელიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, ყველა მსგავსი პროექტი სოციალურია და წინასაარჩევნო პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.
 
მისივე თქმით, საქსტატის მონაცემებით, ასაკოვან ჯგუფში უმუშევრობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ახალგაზრდებშია.

"ცუდად მხვდება, როდესაც ბიზნესი ცხვრის აღფრთოვანებით ხვდება სახელმწიფო პროგრამებს. მათი მხრიდან კრიტიკა არ ისმის, რაც შემაშფოთებელია. ისინი ვერ ბედავენ თქვან ის, რასაც ფიქრობენ.

წარმოვიდგინოთ რომ 100 000 ახალი ადამიანი დასაქმდა, ეს იმას ნიშნავს რომ 100 000 სხვა კატეგორიის ადამიანი უნდა დავითხოვოთ სამსახურიდან და ჩავანაცვლოთ ამ ადამიანებით. ეს არის უსამართლო ეკონომიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები