მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეღვინე: ჩინეთში, იმდენად მაღალი იყო საბაჟო გადასახადი, რომ ღვინის ექსპორტი ფაქტიურად შეუძლებელი იყო

59229d55a80e6
ნინო კვინტრაძე
22.05.17 12:10
1826
"ჩინეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტი ფაქტიურად შეუძლებელი იყო", - აცხადებს "საქმის კურსთან" საუბრისას კომპანია "უსახელაურის ვენახების" დამფუძნებელი პაატა შარაშენიძე, მისი თქმით, ჩინეთში ღვინოზე საბაჟო გადასახადი ქართული პროდუქციისთვის 58% იყო, რაც პროდუქციას აძვირებდა. მეღვინე ამბობს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩინეთში ქართული ღვინის შეტანა ნულოვანი ტარიფით იქნება შესაძლებელი, რაც ქართულ ღვინოზე მოთხოვნას გაზრდის. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით გაიზრდება მოთხოვნა წითელ ღვინოზე.

"დიდი იმედით ვუყურებთ ჩიენთის ბაზარს, ჩვენ შეზღუდული ნახევრადტკბილი ღვინო გვაქვს და ჩინეთში ამ ტიპის ღვინოზე მოთხოვნა მაღალია. ჩვენთვის პერსპექტივა დიდია.

ჩინეთში მოთხოვნები აქვთ ღვინის ხარისხთან და შეფუთვასთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთი არაფერია რისი შესრულებაც მეწარმეებისთვის შეუძლებელია. მათ ყველაზე მეტად ხარისხი აინტერესებთ”, - ამბობს პაატა შარაშენიძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები