მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეღვინე: სუბსიდია ნებისმიერ შემთხვევაში აზარმაცებს ყველაფერს

57872bbd0c11b
BM.GE
14.07.16 10:00
1555
ღვინის კომპანია "უსახელაურის ვენახების“ დამფუძნებლის პაატა შარაშენიძის შეფასებით, „სუბსიდია ნებისმიერ შემთხვევაში აზარმაცებს ყველაფერს“, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემთხვევაში ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის. ასე ეხმაურება ფერმერი მთავრობის გადაწყვეტილებას წელს ყურძნის სუბსიდირების შესახებ.

"სუბსიდია ნებისმიერ შემთხვევაში აზარმაცებს ყველაფერს. საერთოდ, ნაჩუქარი ფული ყოველთვის ცუდია, ანუ ნაჩუქარ თევზს ყოველთვის ნაჩუქარი ანკესი ჯობია, რომ თევზი დაიჭირო, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სოფლის მეურნეობის პროდუქტების სუბსიდირება საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთში, ესპანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ხდება და დღეს ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საქართველოში არ იყოს ყურძნის სუბსიდირება. ეს ცოტა რთულია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა პროდუქციის მოცულობა მის მოხმარებას აჭარბებს“, - აცხადებს მეწარმე "ბიზნესკონტრაქტთან“.

მისივე აზრით, ყურძნის სუბსიდირება აუცილებელია, მაგრამ უკეთესი ფორმებით, თუმცა რა ფორმაა უმჯობესი დარგისთვის, თავად ვერ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ ლუდზე აქციზის გადასახადის სტრუქტურის შეცვლას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, თუმცა დოკუმენტში გადასახადის გაზრდაზე საუბარი არ არის. ევროპულ კანონმდებლობასთან ადაპირებისთვის კი ვადა 2017 წლის 1 სექტემბრამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები