მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეობა “ჩელთი“ ევროპის 10 ქვეყანაში დროებით მაღაზიებს გახსნის

61a51fd0de513
სალომე ჭიპაშვილი
30.11.21 00:10
2554
მეღვინეობა “ჩელთი“ ევროპის 10 ქვეყანაში დროებით მაღაზიებს გახსნის. როგორც მეღვინეობის კომერციულმა დირექტორმა, ანა მირიანაშვილმა Bm.ge-სთან საუბარში განაცხადა, პირველი Pop-up მაღაზია გერმანიაში გამოჩნდება.

„მართალია „ჩელთის“ თავისი ბრენდმაღაზია გერმანიაში, კერძოდ ბერლინში უკვე აქვს, თუმცა პირველი დროებითი ე.წ. Pop-up მაღაზია გაზაფხულზე, სწორედ გერმანიაში გამოჩნდება. იგი სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს და ხელს შეუწყობს ჩვენი კომპანიის და ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას“. - აღნიშნავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

„ჩელთი“ წლის განმავლობაში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელთა ფასებიც ქართულ ბაზარზე 20 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 10%-ის რეალიზება ხდება ქართულ ბაზარზე, დანარჩენი 90% ექსპორტზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის. კომპანიის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრებია: ჩინეთი, იაპონია, ამერიკა.

მეღვინეობა „ჩელთი“ 2001 წელს დაარსდა. კომპანიის ვენახები ყვარელში, სოფელ შილდაში 80 ჰექტარზეა გაშენებული, რომელიც ტურისტულ კომპლექსსა და მიწისქვეშა მარანსაც მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები