„მეღვინეობა ხარება“ აგრძელებს ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის ტრადიციების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.
მიზანი ისაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს ღვინის იმ 8000 წლიანი ისტორიის შესახებ, რომელიც ქართველებს გვაქვს, უფრო საინტერესო გახდეს საერთაშორისო ბაზრისთვის ქართული ღვინო, ხოლო ტურისტებისთვის საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად იქცეს.
და რომელ ქვეყანაში ესმით მეღვინეობის იმაზე უკეთ, ვიდრე საფრანგეთში?! - სწორედ ამიტომ, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, INSEEC Business School-ში, Wine Marketing & Management-ის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს „მეღვინეობა ხარებას“ მთავარი მეღვინის, ვლადიმერ კუბლაშვილის ხელმძღვანელობით, მასტერკლასი ჩაუტარდათ.
ლექცია ეხებოდა ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას, ღვინის დაყენების ქვევრის ტექნოლოგიას, ქართული ვაზის ჯიშებს და რეგიონებს.
ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად დიდი ისტორია აქვს ქართულ მეღვინეობას. მასტერკლასი უმნიშვნელოვანესი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ამით შესაძლებელი გახდა მომავალი უცხოელი მეღვინეების უკეთ ინფორმირება ქართული მეღვინეობის შესახებ და თან, მათ ყველაფერი იმ ადამიანებისგან მოისმინეს, რომლებსაც უშუალოდ აქვთ შეხება ქართული ღვინის დაყენების ხელოვნებასთან.
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო. ამას ისიც მოწმობს, რომ მასტერკლასს ღვინის აკადემიის 70 სტუდენტი დაესწრო.
„მეღვინეობა ხარება“ მხოლოდ ლექციით არ შემოიფარგლა. იმ სტუდენტებისგან, რომლებიც მასტერკლასს ესწრებოდნენ, შეიქმნა 14 ჯგუფი და გამოცხადდა შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიც თითოეულმა ჯგუფმა უნდა იმუშაოს თემაზე - „ქართული ღვინის ექსპორტის სტრატეგია“.
2023 წლის მარტში გამოვლინდება გამარჯვებული და რაც უმნიშვნელოვანესია, „მეღვინეობა ხარებას“ დაფინანსებით გამარჯვებული გუნდის წევრები ესტუმრებიან საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს.
მომავალ მევენახე-მეღვინეებს საშუალება ექნებათ შემოიარონ ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის რეგიონები, ადგილზე გაეცნონ ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, გაეცნონ ქვევრის ტრადიციას, მოინახულო უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები და სხვა ქართული კულტურული ღირსშესანიშნაობები.
გარდა ამისა, სტუდენტებს საშალება ექნებათ ეწვიონ ყვარლის ღვინის გვირაბს, სადაც 28 000 ბოთლზე მეტი დაძველებული ღვინო ინახება, დასწრონ ღვინის დეგუსტაციას და თანავა ჩაერთონ ქართული კულინარიის მასტერკლასებში.
ღვინოს ქმნის ხარება!
ns