მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეღვინეობა ხარება" საქართველოს მასშტაბით სასტუმროების მშენებლობას გეგმავს

5b65fa86add75
მაია ბიწაძე
05.08.18 10:00
2220
"მეღვინეობა ხარება“ საქართველოს მასშტაბით სასტუმროების მშენებლობას გეგმავს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიამ მიმდინარე წელს უკვე გახსნა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ,,პორტა კავკასია“ (PORTA CAUCASIA) ყაზბეგში და ამ ეტაპზე სხვა ლოკაციებსაც განიხილავს.

"ვაპირებთ სასტუმრო ბიზნესის განვითარებას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის კახეთში. ეს დაგეგმარების პროცესშა, ჩვენ ვარჩევთ ლოკაციებს და სხვადასხვა შესაძლებლობებს განვიხილავთ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეს შესაძლოა იყოს ყვარლის გვირაბის ტერიტორიაზეც“ - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

"მეღვინეობა ხარებამ“ ყაზბეგში სასტუმროს მშენებლობაში 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ეს არის 33 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ძირითადად ელიტარულ სეგმენტზეა გათვლილი.

"ჩვენ გათვლა იმ სეგმენტზე გავაკეთეთ, ვისაც აინტერესებს მაღალი კლასის მომსახურება, ეს არის ელიტარული სატუმრო. მის ტერიტორიაზე ორი რესტორანია, მათ შორის ერთში ქართული, მეორეში კი ევროპული სამზარეულოა. ასევე განთავსებულია ღვინის მაღაზია, ამჟამად სასტუმრო მაქსიმალურადაა დატვირთული.

საქართველოში ტურიზმს 30%-იანი ზრდის ტემპი აქვს და ჩვენს ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ზრდას. ძირითადად მოდიან ტურისტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, თუმცა ძალიან მოიმატა სტუმრების რაოდენობამ ევროპიდან, ამერიკიდან, ევროპული სტუმრებიდან გამოვარჩევდი გერმანიას, ჰოლანდიას, პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას. ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან“ - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები