მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეღვინეობა ხარებას“ ღვინო ექსპორტზე 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის

63c55f7e51bab
BM.GE
16.01.23 18:28
1301
„მეღვინეობა ხარება“ 20-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს ღვინის ექსპორტს. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს კომპანიამ საექსპორტო ბაზრები გააფართოვა და ევროპის ქვეყნების დიდი წილის ათვისება შეძლო.

„მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მთავარი მეღვინე, ვლადიმერ კუბლაშვილი ამბობს, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით საერთაშორისო გაყიდვების კუთხით დაფიქსირდა მკვეთრი ზრდა.

„2021 წლის მონაცემთან შედარებით, 2022 წელს ჩვენი ღვინის საექსპორტო მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. ამ წელს ევროპის ბაზრის დიდი წილის ათვისება შევძელით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პოლონეთისა და ჩინეთის ღვინის ბაზრები, ვინაიდან პოლონეთში ქართული ღვინის სეგმენტის 8%, ხოლო ჩინეთში თითქმის 12% ჩვენს ღვინოს უჭირავს“, - ამბობს ვლადიმერ კუბლაშვილი.

მისივე ცნობით, კომპანიის წლიური წარმადობიდან 5 500 000 ბოთლი ექსპორტზე გავიდა.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში მდებარე „მეღვინეობა ხარებას“ საფირმო მაღაზიები ახალი ნიშური პროდუქტებით დავტვირთეთ. შედეგმაც არ დააყოვნა და ჩვენს ქსელებში გაყიდვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა, გაიყიდა 250 000 ბოთლი“, - აღნიშნავს „მეღვინეობა ხარებას“ მთავარი მეღვინე.

კომპანიის სამომავლო მიზანს 2023 წლის საექსპორტო მაჩვენებლის 15%-მდე ზრდა წარმოადგენს. აღნიშნული წარმოების მოცულობის, კომპანიის რესურსებისა და საექსპორტო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით სრულიად რეალური და მარტივად მიღწევადია.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები