მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეი მასკის წიგნის ქართული გამომცემლობა / მეი მასკის წიგნი ქართულად შემოდგომიდან გაიყიდება

BM.GE
26.07.20 15:13
1652
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ამერიკელი ანტრეპრენერის ილონ მასკის დედამ, მეი მასკმა საკუთარ თვითერზე გამოთქვა სურვილი ქართულ ენაზე გამოცემულიყო მისი წიგნი A Woman Makes a Plan: Advice for a Lifetime of Adventure, Beauty, and Success - „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვის“. ჩატარებულლი აუქციონის შემდეგ წიგნის გამოცემის უფლება, სალიცენზიო თანხის - 5000 $-ის სანაცვლოდ მოიპოვა CEZANNE PUBLISHING-მა და ქართულ ენაზე საქართველოში წიგნს 2020 წლის შემოდგომაზე გამოსცემს. წიგნი არაერთ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ჩინურად. წიგნი მემუარული ჟანრისაა. ავტორი, კანადაში გაზრდილი ნუტრიციოლოგი და მოდელი, მკითხველს საკუთარი სირთულეებით სავსე ცხოვრების შესახებ უყვება. მეი მასკი სამი ძალიან წარმატებული შვილის დედა და ცამეტი შვილიშვილის ბებიაა და სამოცდათორმეტი წლის ასაკშიც ახერხებს, პოპულარული მოდელი იყოს.

სტუმარი: შორენა შავერდაშვილი - "სეზანი", მმართველი პარტნიორი
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები