მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეიჯერელ საქართველომ 2022 წლის 1 ივნისს, ბათუმში რიგით მეოთხე ოფისი გახსნა

629df86db303f
BM.GE
06.06.22 16:50
842

მეიჯერელი BPO-ს (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის) გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 73,000-ზე მეტ დასაქმებულს, 35 ქვეყანაში აერთიანებს და მსოფლიოს მასშტაბით, 500-მდე კომპანიის პარტნიორია.

მეიჯერელ საქართველო ამ გლობალური ოჯახის წევრია და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს. მეიჯერელ საქართველოს პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია - მისი პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიებში ოპერირებენ, როგორიცაა: მოგზაურობა, ელექტრონული კომერცია, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები, და ავტოინდუსტრია.




“ჩვენ უკვე 2 წელია ვაკვირდებით აჭარის რეგიონს და გვჯერა, რომ აქ ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპზე ბათუმში ერთი ბიზნესით, ელექტრონული კომერციით შევედით, რომელიც მეიჯერელ საქართველოში, პირველი და ყველაზე დიდი პროექტია. ელექტრონული კომერციის პროექტი გერმანულენოვანია და გულისხმობს ჩვენი კლიენტების მომხმარებლებისთვის დისტანციურად ტექნიკური დახმარების გაწევას. გვჯერა რომ მეიჯერელს შეეძლება, რეგიონში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას.” - მატიას მიულერი; მეიჯერელის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორი.

მეიჯრელმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება პირველად 2016 წელს, ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით დაიწყო და დღეს ის 3000-მდე ნიჭიერ და მოტივირებულ დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის ასეთი შთამბეჭდავი ზრდიდან გამომდინარე, მიეჯერელი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება და ის უკვე ქუთაისსა და ბათუმშიც აგრძელებს ოპერირებას.



კითხვაზე, თუ რა განაპირობებს „მეიჯერელის“ მუდმივ ზრდას, გიორგი წილოსანი, კომპანიის გლობალური ცვლილებების მენეჯერი გვპასუხობს: „ჩვენმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მომსახურების დონე საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიის ზრდითა და საქართველოს მიმართ გამოჩენილი ინტერესით დასტურდება. პროფესიონალთა გუნდი, მომსახურების დონე და უცხო ენების სრულფასოვანი ცოდნა ახალი დამკვეთების მოზიდვაში გვეხმარება, რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას გვაძლევს. უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა როგორიცაა: გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური, აზერბაიჯანული… წარმატების გარანტია. მეიჯერელი საქართველოს უკვე სამ ქალაქში ოპერირებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პერიოდულად კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ. აჭარის რეგიონისა და ბათუმის პოტენციალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეიჯერელ საქართველოს განვითარებაშიც, რაც აისახება როგორც ახალი პარტნიორების მოზიდვაზე ასევე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე“

2022 წლის 1 ივნისს, ბათუმში, მეიჯერელ საქართველოს ახალი ოფისის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის, ბათუმში 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.



„ჩვენს სააგენტოს უდიდესი წვლილი აქვს მეიჯერელის ქვეყანაში შემოსვლაში. პირველივე დღიდან აქტიურად ვმუშაობდით კომპანიასთან ერთად, რათა ის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებშიც გაფართოებულიყო. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ბოლო ქალაქი, სადაც კომპანია ოფისს გახსნის“, - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, და დაამატა, რომ მეიჯერელ საქართველო მნიშვნელოვან სერვისს აწვდის უმსხვილეს კომპანიებს საერთაშორისო ასპარეზზე და რაც ყველაზე მთავარია, ქმნის მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს.“

მეიჯერელ საქართველოს საქმიანობა არ შემოიფარგლება ორი ოფისით დედაქალაქში. მაგალითად ქუთაისში, ჩვენ ვემსახურებით არაერთ საერთაშორისო კლიენტს, რომელთაგან ერთ-ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდი — ასუსია. უფრო კონკრეტულად, ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ გერმანელ ავსტრიელ და შვეიცარიელ მომხმარებლებს ტელეფონის, იმეილის და ჩატის საშუალებით. ძირითადად მომხმარებლემს აქვთ შეკითხვები ისეთ თემებზე, რასაც თითოეული ჩვენგანი აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენებისას. მაგალითად, როდესაც კომპიუტერი ან მობილური არ ირთვება ან დაზიანდა. ჩვენ მათ ვეხმარებით ამ მოწყობილობების სისტემურ განახლებაში, ვთავაზობთ შეკეთების სერვისს ან ვუცვლით ახალ პროდუქტში. - დიმიტრი ბარათაშვილი, პროექტ “ასუსის” მომსახურების უზრუნველყოფის მენეჯერი.

მეიჯერელი მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარი დასაქმებულების, ასევე კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე. ის ორინეტირებულია წინსვლაზე და აქტიურად ეძებს ნიჭიერ ადამიანებს სრულიად საქართველოს მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები