გუშინ თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში”, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - "მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები გამოვლინდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. პროექტები დარგის წამყვანი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს აერთიანებს. კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. რატომ არის მნიშვნელოვანი CSR პროექტების განხორციელება?
სტუმრები: ლელა ხოფერია - CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი;
ნათია სირბილაძე - Exactpro თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი;