მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მელიორაციის სამწლიან ტარიფებს სემეკი წელს დაადგენს

მელიორაცია

მელიორაციის სამწლიან ტარიფებს სემეკი წელს დაადგენს. ამის შესახებ კომისიის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტოემა ვანო მეჭურჭლიშვილმა BMGTV-ის ეთერში განაცხადა.

მელიორაციის სექტორი უკვე 2 წელია სემეკის რეგულირების ქვეშაა. ჯერ კიდევ 2023 წელს დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, გასულ წელს კი მელიორაციის კომპანიის მიერ პირველად გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმები.

დამტკიცებულია „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმაც, რომლის ფარგლებში აღირიცხება როგორც არაპირდაპირი, ისე პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის რესურსი, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედება მელიორაციის სექტორში ახალ სატარიფო გაანგარიშებას.

დღეს მოქმედი ტარიფები ირიგაციაზე მხოლოდ ფერმერებისთვის არის განსაზღვრული. მიუხედავად იმისა თუ რამდენს მოიხმარს ცალკეული ფერმერი, ტარიფი ფიქსირებულია და ერთ ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. რეგულირების ახალი ჩარჩოს ამოქმედების შემდეგ, წესები მელიორაციის ყველა სექტორზე გავრცელდება.

"დღეს მოქმედი ტარიფების ნაწილი სემეკის მიერ 2010 წელს ერთჯერადად არის დამტკიცებული. ახალი რეგულაციიდან გამომდინარე წელს სატარიფო წელია და ტარიფებს დავამტკიცებთ. ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. არის განსაზღვრული ჯგუფები თითოეულ მიმართულებაზე, როგორც მომსახურების არეალების დაზუსტებაზე, ასევე წყლის მოცულობებზე. გასულ წელს მიწოდების რეჟიმი პირველად გამოცხადდა, ანუ საირიგაციო სისტემაში არსებული წყალი როგორ ნაწილდება, ეს პირველად გასაჯაროვდა. [ტარიფებზე] ჯერ შეუძლებელია საუბარი, რადგანაც ჯგუფების მიერ ხდება ამ ინფორმაციის დაზუსტება. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო იმიტომ, რომ რეგულაცია აქამდე არ არსებობდა და ახლა რა სურათი გვექნება, ამის თქმა ძალიან რთულია", - ამბობს სემეკის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები